Monday, May 9, 2016

მე-9 დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო-პროექტი:"დედაენის კვალზე''.



   პროექტულმა სწავლებამ მასწავლა პირველ რიგში პროექტის სწორად დაგეგმვა და განხორციელება. მასწავლა  ვიყო ფასილიტატორი და გეზის მიმცემი, ამავე დროს ხელი შევუწყო აღმოჩენების გაკეთებაში და დამოუკიდბლად სწავლაში. გავხადო მოსწავლე გამომგონებელი და ფაქტების მაძიებელი. განვუვითარო 21-ე საუკუნის უნარები. როგორ გამოვაქვეყნო ჩემი პროექტი და პორტფოლიო.

Sunday, May 8, 2016

მე-8-ე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით:შევქმენი მოსწავლეთა მხარდამჭერი სავარჯიშო რომელიც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელ სწავლებას .
მასწავლა მიდგომები თუ როგორ ჩავრთო სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები საპროექტო აქტივობებში.
გეზის მისაცემად შევქმენიფასილიტაცია.

Friday, May 6, 2016

მე-7-დე დღე


მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული  შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით:გავეცანი კონკრეტულ რუბრიკას ვიუვერში და მოვახდინე მისი ადაპტირება. შევუფასე კოლეგას სავარაუდო ნაშრომი. შევქმენი მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის რუბრიკა.პროექტის გეგმაში შევიტანე ცვლილებები. ავღწერეთ შეფასების მეთოდები .

Sunday, April 24, 2016

მე-6-ე დღე

შევქმენი მოსწავლის სავარაოდო ნაშრომი და ხელს შევუწყობ მოლწავლეებს იგივე გააკეთონ.გავითვალისწინე მათი შესაძლებლობები,ისტ უნარები,ცოდნა და მივეცი შესაბამისი დავალებები.
შევქმენი შეფასების ჩეკლისტი,რაც დაეხმარებათ იმაში რომ დამოუკიდებლად შექმნან სლაიდ შოუ და შეაფასონ საკუთარი თავი.

Saturday, April 23, 2016

მე-5-ე დღე

                                   
 მესამე მოდული დამეხმარა , დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე.
ვისწავლე კომენტარებისა გაკეთება და ბლოგზე ატვირთვა. საავტორო უფლებების დაცვა.
ბუკმარკებით საიტების დამახსოვრება.



Sunday, April 17, 2016

მეოთხე დღე.

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით: განვიხილეთ შეფასების  ფორმების 5სტრატეგია თავისი მეთოდებით,   მიზნებით და ინსტრუმენტებით.  შევქმენი პროექტის პრეზენტაცია რაც დამეხმარება პროექტის სამიზნე ჯგუფთან წარდგენაში.

Saturday, April 16, 2016

მესამე დღე

  ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების , მიმართულებების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენებაში რამდენიმე თვალსაზრისით.  შევეცადე შედეგი მომერგო ეროვნული სასწავლო გეგმისათვის. ხოლო მიზნები მოვარგე 21 საუკუნის უნარებს.